საქართველოს პრეზიდენტი მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის პატიმრებს შეიწყალებს. შეწყალების კომისია სხდომას დღეს გამართავს. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის განცხადებით, კომისია 1 500 პატიმრის საქმეს განიხილავს. შეწყალებული პატიმრები საპატიმროებს მარიამობის დღესასწაულისთვის დატოვებენ.
ამასთან, როგორც ”ინტერპრესნიუსს” ელენე თევდორაძემ განუცხადა, დღეს განიხილება 500 პატიმრის საქმე, რადგან დანარჩენებს სასჯელის ნახევარი მოხდილი არ აქვთ და ისინი შეწყალებაზე განუხილველეად უარს მიიღებენ.
500 პატიმრიდან 40 ქალია, ოთხი კი - არასრულწლოვანი.
კომისიის სხდომა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში 14.00 საათზე დაიწყება.