ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის გადაყვანილია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილედ.
ჯერჯერობით საკრებულოს მისი განცხადება არ დაუკმაყოფილებია და დღეისათვის მის მოვალეობას გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე ბადრი ჯობავა ასრულებს.