"რა უნდა გაშიფრონ "ნაციონალებმა"?! როგორ არ აქვთ სინდისი, რომ ციხეებზე საუბრობენ!", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოქვეყნებულ ციხეებში "კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან მართვის სქემას".
მისივე თქმით, ციხეებში წინა წლებთან შედარებით ახლა სანატორიუმია. "ხომ იცით, რა მდგომარეობა იყო ციხეებში და იმასთან შედარებით ახლა სანატორიუმია. თუმცა, პირობების გაუმჯობესება ციხეებში საჭიროა და ვცდილობთ, ახალი მშენებლობები წამოვიწყოთ. დღეს შევხვდი სოზარ სუბარს, თათბირი მქონდა მასთან და ვფიქრობთ, რომ გავაუმჯობესოთ პირობები. c ჰეპატიტის მკურნალობა პრაქტიკულად გადავწყვიტეთ. საერთოდ რა ხდებოდა ციხეებში, დღეს რომ ამაზე ხმას "ნაციონალები" იღებენ, ეს მათ სინდისზე იყოს. მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებების "კრიმინალური ავტორიტეტების" მიერ მართვის სქემა გამოაქვეყნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარი "ინფო 9"-მ გაავრცელა.