"ძალიან გაუგებრად მოიქცნენ, რომ გათიშეს არხი და შევახსენებ ჟურნალისტებს, რომ ჩვენთან არც ერთი მათგანი BBC-დან CNN-დან არ გადმოსულა. უმეტესობა იყო უმუშევრები, უმეტესობა არ არიან პროფესიულად ჟურნალისტები,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტელეკომპანია "მეცხრე არხის" დახურვის ფაქტის კომენტირებისას ისაუბრა.
ივანიშვილის თქმით, მისი დამოკიდებულება საკუთარი ტელევიზიის ქონასთან დაკავშირებით საზოგადოებამაც და "მეცხრე არხის" კოლექტივმაც ადრიდანვე იცოდა და პოლიტიკაში მოსვლამდე მას ინვესტიციის სხვა რომელიმე ტელეკომპანიაში განხორციელება და აღნიშნული ტელევიზიით დროებით სარგებლობა ერჩივნა.
"ჩევენი ჟურნალისტების უმეტესობა იყო უმუშევრები, უმეტესობა არ არიან პროფესიულად ჟურნალისტები და ჩვენთან ისწავლეს, რაც მისასალმებელია და კარგია. მათ როგორც სტუდია ისე გაიარეს ეს. ძალიან კარგად იცოდნენ ჩემი დამოკიდბულება ტელევიზიასთან. მე საერთოდ არ ვაპირებდი გახსნას. თხოვება მინდოდა თუ გახსოვთ ჩემი პირველი განცხადება, რომ ვიცოდი შედეგი, რომ ტელევიზიის დაჭერას არ ვაპირებდი და ამიტომ მინდოდა მეთხოვა ტელევიზია, ამეშენებინა, ჩამედო ინვესტიცია და უკან მიმეცა უფასოდ იგივე მეპატრონისთვის. როდესაც არჩევნები დასრულდა, თქვენ ნახეთ ჩემი რეაქცია, რომ მე მქონდა ძალიან კარგი სურვილები რომ ჟურნალისტებიც უმუშევრები არ ყოფილიყვნენ და ეს აპარატურაც გადამეცა არხებისთვის. ამას ნახეთ როგორი რეაქციაც მოჰყვა. ამის შემდეგ მე ვცდილობდი, რომ ისე გამეკეთებინა, რომ არ დაზარალებულიყვნენ ჟურნალისტები და ტელევიზია,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.