ივანიშვილსა და ცუკერბერგს ერთი და იმავე ნახატის შეძენა სურთ

ივანიშვილსა და ცუკერბერგს ერთი და იმავე ნახატის შეძენა სურთ

ბიძინა ივანიშვილსა და მარკ ცუკერბერგს რომან კრიხელის ახალი ნახატის შეძენა სურთ, ინფორმაციას "New York Post" ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, რომან კრიხელის გამოუქვეყენებელმა ნახატმა ცნობილ კოლექციონერებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. კრიხელი თავის ახალ ტილოს, რომელსაც თავად "მსოფლიოში ყველაზე მშვენიერ ქალს უწოდებს", ერთ თვეში გაასაჯაროებს.

"New York Post"-ის ცნობით, კრიხელი ტილოზე გამოსახული ადამაიანის ვინაობას არ ამხელს. გავრცელებული ინფორმაციით, მასზე რუსი მოდელი დაშა ჟუკოვაა გამოსახული. ნახატის შეძენა "ფეისბუქის" დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს, "იუთუბის" შემქმნელ ჩად ჰარლისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანშვილს სურთ. გამოცემის ცნობით, სურათი 1 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

"ნეტგაზეთი" ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამსახურს დაუკავშირდა, სადაც დაგვპირდნენ, რომ ინფორმაციას დააზუსტებენ.