ბიძინა ივანიშვილი ფონდ Franklin Templeton Investments-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ფონდ Franklin Templeton Investments-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საინვესტიციო ფონდ Franklin Templeton Investments-ის მმართველ დირექტორს მარკ მობიუსს შეხვდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრა პრემიერ–მინისტრის საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართა.

მხარეებმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და მის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმარს საინტერესო საუბრისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელისუფლების ძალისხმევა ბიზნესგარემოს გაჯანსაღების კუთხით მალე შედეგს გამოღებს და ქვეყანაში ინვესტიციის მოცულობა გაიზრდება.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, თავის მხრივ, მარკ მობიუსმა საქართველოში ინვესტიციის განხორციელების სურვილი გამოთქვა.