გოჩა ძასოხოვმა:  ,,სააკშვილისაგან არც შეწყალება მინდა და არც მოწყალება“

გოჩა ძასოხოვმა: ,,სააკშვილისაგან არც შეწყალება მინდა და არც მოწყალება“

,,საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი გოჩა ძასოხოვი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ნასამართლეობისა და პირობითი მსჯავრის მოხსნის შესახებ გამოხმაურა.

,,სააკაშვილი ყოველგვარი ადამიანურის წინააღმდეგ მებრძოლი ბარბაროსია. ამ ბოროტი კაცისაგან, რომელიც 20 იანვრის შემდეგ თვითმარქვია პრეზიდენტია, არც შეწყალება მინდა და არც მოწყალება. ჩვენ დავიცავთ საქართველოს და მის მომავალს სააკაშვილის მსგავსი ბარბაროსებისაგან,“ - განაცხადა გოჩა ძასოხოვმა.

შეგახსენებთ, ,,საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი გოჩა ძასოხოვი საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ აღარ დაბრუნებულა. 2008 წლამდე გოჩა ძასოხოვს საქართველოში 150 მლნ ევროს კაპიტალიზაცია ქონდა განხორციელებული. წინა ხელისუფლებამ მას ქონება წაართვა და იმიჯიც სახალხოდ შეულახა.

გოჩა ძასოხოვი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შემდეგ გეგმავს ჩამოსვლას. მას დაგეგმილი აქვს ისეთი პროექტების განხორციელბა, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას არამხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში მთლიანად.