ახალგაზრდა უფლებადამცველები სასჯელაღსრულების სამინისტროს პატიმრებისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ახალგაზრდა უფლებადამცველები სასჯელაღსრულების სამინისტროს პატიმრებისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია სასჯელაღსრულების სამინისტროს პატიმრებისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებს. 

ახალგაზრდა უფლებადამცველებმა დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ასოციაციის ხელმძღვანელმა ლექსო კობაიძემ განაცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრები ისევ შიმშილობენ და მათ ყურადღებას არავინ აქცევს.

"პატიმრებს არ აძლევენ სამართლებრივი დახმარების საშუალებას. სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ისევ ქურდები მართავენ, სოზარ სუბარი კი ამაზე არ რეაგირებს. სასჯელაღსრულების სამინსიტრომ მოგვცეს საშუალება, რომ შევიდეთ ციხეში და დავაკვირდეთ იქ მიმდინარე მოვლენებს", - აღნიშნა ლექსო კობაიძემ.

სასჯელაღსრულების სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე დაახლოებით 10-მდე ადამიანი იმყოფებოდა. აქცია 15 წუთს გაგრძელდა.