"დინამო" და "დილა" ევროპის ლიგის პლეი ოფის მატჩებს გამართავენ

თბილისის "დინამო" ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩს დღეს "ტოტენჰემ ჰოთსპურის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი "დინამოს" სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. ტოტენჰემი თბილისში ორი დღის წინ ჩამოვიდა.

დღესვე ითამაშებს ევროპის ლიგის ფლეი ოფში გასული კიდევ ერთი ქართული გუნდი გორის "დილა". "დილა" სტუმრად ავსტრიულ "რაპიდს" დაუპირისპირდება. რაპიდი"-"დილას" თამაში თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" განახორციელებს.

განმეორებითი შეხვედრები 29 აგვისტოს ჩატარდება.