ხადური: ბიზნესმა ბიუჯეტში ზედმეტად 1,3 მილიარდი ლარი გადაიხადა

ხადური: ბიზნესმა ბიუჯეტში ზედმეტად 1,3 მილიარდი ლარი გადაიხადა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისათვის საგადასახადო ზედმეტობების დაბრუნების პროცესის გააქტიურებას იწყებს.

ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს გამართულ სპეცილაურ ბრიფინგზე განაცხადა. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, დღეისათვის ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახადები ჯამში 1,3 მილიარდ ლარს შეადგენს.

"საგადასახადო ზედმეტობები (ზედმეტად გადახდილი გადასახადები ბიუჯეტში), მათი ნაწილის წარმოშობას აქვს ობიექტური საფუძველი და ეს ეხება დღგ–ს, რომელიც ექსპორტორებს და ბიზნესკომპანიებს უნდა დაუბრუნდეთ. უწყებები არა მარტო ითხოვდნენ, არამედ აიძულებდნენ კომპანიებს რომ წინასწარ გადაეხადათ გადასახადები. ჩვენ ამჟამად ვიმუშავებთ ბოლო 6 წელზე. საგადასახადო ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 6 წლის განმავლობაში. ჩვენ ვაზუსტებთ მონაცემებს და ამის შემდეგ მოხდება ზედმეტად გადახდილი გადსახადების დაბრუნება"– განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ ბიზნესისთვის ზედმეტად გადახდილ გადასახადების დაბრუნება არ იმოქმედებს ბიუჯეტის შესრულებაზე: "საგადასახადო ზედმეტობას აქვს დაბრუნების თავისი მექანიზმი. ვიდრე ეს თანხა ბიუჯეტში ჩაირიცხება ფინანსთა მინისტრის გამოსცემს აქტს, რომლიც თანახმადაც საგადასახადო შემოსავლების გარკვეული პროცენტი მიემართება დაბრუნების ქვეანგარიშზე და იქიდან ხდება დაბრუნება. სახემწიფო ბიუჯეტს შემოსავლების თვალსაზრისით, პრობლემები არ ექნება."

ფინანსთა მინისტრის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკით, "2011 წელს იყო 843 მილიონი ლარი ზედმეტობა, 2012 წლის 1 იანვარს იყო მილიარდი, ხოლო 2013 წლის 1 იანვარს კი მილიარდ 400 მილიონი. შემდეგ ჩვენ დავიწყეთ მისი გასტუმრება და თანხა შევამცირეთ. ეს ძირითადად მოხდა გადასახადების დაბრუნების ხარჯზე ისევე ჩათვლების მეშვეობით. დღგ–ს ასეთი პრინციპი აქვს, რომ ხდება მისი ჩათვლა. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ მისი შემცირება. ჩვენთის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ბიზნესგარემო იყოს წარმატებული. საქართველოს მთავრობამ და ფინანასთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება გააქტიუროს წინასწარ და ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნების პროცესი და მარტივი გადამოწმების მეშვეობით, ფირმებს დაუბრუნოს ის გადასახადები რომლებიც მათ ზედმეტად აქვთ გადახდილი ბიუჯეტში."

ნოდარ ხადურის ინფორმაციით საგადასახადო ზედმეტობები საქმიანობის მიხედვით ასე გადანაწილდა: დაახლოებით 17 პროცენტი ზედმეტობების არის წარმოქმნილი ექსპორტიორებისთვის, მშენებლობაზე მოდის 47 პორცენტი, ძირითად კაპიტალში ინვესტიციაზე 7 პროცენტი, ენერგოკომპანიებზე 8 პროცენტი, კომერციულ ბანკებს 6 პროცენტი, კავშირგაბმულობაში არის 2 პროცენტი და სხვა დანარჩენ საქმიანობების მიხედვით არის 14 პროცენტი.

"სამართლებრივი ფორმების მიხედვით არის დიდი ნაწილი არის კომერციული ორგანიზაციები, ცხადია რომ არიან არაკომერციული ორგანიზაციები, რომელთაც ასევე აქვთ ზედმეტად გადახდილი გადასახადი. ეს არის საელჩოები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გრანტზე მუშაობენ. მათ უკან აქვთ დასაბრუნებელი თანხა."

"10 მილონზე მეტი ზედმეტად გადახდილი გადასახადი აქვს 9 კომპანიას. ის არის საერთო ჯამში 33 პროცენტი ზედმეტად გადახდილი გადასახადების. 1 მილიონიდან 10 მილიონამდე ზედმეტობა აქვს 111 საწარმოს და ეს არის 28 პროცენტი. 100 ათასიდან 1 მილინამდე ზედმეტობა აქვს 34 საწარმოს, ეს არის გადახდილი გადასახადების დაახლოებით 20 პროცენტი. 100 ათას ლარამდე გადასახადები წინასწარ 18 ათას საწარმოს აქვს გადახადილი"– განაცხადა ნოდარ ხადურმა.

დასმული შეკითხვის მიუხედავად, ფინანსთა მინისტრმა არ დაასახელა ის კომპანიები, რომელთაც ბიუჯეტის სასარგებლოდ საგადასახადო ზედმეტობები წარმოექმნათ. ნოდარ ხადურმა ასევე არ გააკეთა განმარტება იმაზე, თუ რამდენი საქმე გადაეცემა საგამოძიებო ორგანოებს შესასწავლად.