ყაზბეგის გამზირზე მდებარე

ყაზბეგის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ცოტა ხნის წინ ყაზბეგის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, სოფო ბალავაძემ განუცხადა, მათთვის ცნობილია, რომ ბანკის ფილიალში ერთი პირი შეიჭრა, რომელიც შეიარაღებული იყო.

"რაც მთავარია, დაშავებული არავინ არის. რაც შეეხება ზარალის ოდენობას, დგინდება", - აღნიშნა ბალავაძემ. მისივე თქმით, დეტალები ხვალ დილისთვის იქნება ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის კრიმინალისტები მუშაობენ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.