გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები კახეთში

გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები კახეთში

კოალიცია „ქართული ოცნების „ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დილიდან შეხვედრებს კახეთში მართავდა. ვაქირისა და წნორის შემდეგ მარგველაშვილი სიღნაღს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. „ დღეს ჩვენ თქვენთან ერთად ვგეგმავთ მომავალ საქართველოს, ამ მომავალ საქართველოში სერიოზული გამოწვევებია იმ თვალისზრისით რომ დავამარცხოთ სიღარიბე, სიდუხჭირე. მე მართლა არ მინდა პრეზიდენტობა თუ თქვენგან არ ვიქნები დანიშნული და არჩეული. მინდა მოგიწოდოთ რომ ვიყოთ 27 ოქტომბერს აქტიურები, იმისთვის რომ მთავრობა და ხალხი დადგეს ერთად“

გიორგი მარგველაშვილი სიღნაღში შეკრებილ საზოგადოებას სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ წარუდიგინა. პრეზიდენტობის კანდიდატმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე პროცესებს და განაცხადა რომ „ დღევანდელი ხელისუფლებისათვის სოფელის მეურნეობა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაცაა „
სიღნაღის რაიონში 12 000 გლეხს დაურიგდა ვაუჩერი, ხოლო კოოპერატივებისთვის გაცემული სესხების რაოდენობა საერთო ჯამში 2000 000მდე ლარს შეადგენს. მნიშვნელოვანია რომ დღევანდელი ხელისუფლება უკვე მოსავლის დაბინავებასა და გასაღების ბაზრების მოპოვებაზე ფიქრობს.

დღის ბოლოს კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა კახეთში შეხვედრა ჟურნალისტებთან შეაფასა: „ მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აქაურ მოსახლეობას გახსნილობისთვის და აქტიურობისთვის. შევთანხმდით, რომ არჩევნებზე ყველა ვიაქტიურებთ და 28 ოქტომრიდან მთელს საქართველოში ახალი რეალობა დაიწყება“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა