სასკოლო სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობის შეფასებაზე განათლების სამინისტრო განმარტებებს აკეთებს

სასკოლო სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობის შეფასებაზე განათლების სამინისტრო განმარტებებს აკეთებს

სასკოლო სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობის შეფასების შკალასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტებებს აკეთებს. 

როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის შეფასების შკალა შემუშავებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ექსპერტების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების მონაწილეობით.

მისივე თქმით, შკალა მათი რეკომენდაციების გათვალისწინებითაც დაიხვეწა, ვინც შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში არ მონაწილეობდა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სახელმძღვანელოები, სადაც დავალებები პირდაპირ წიგნში იწერება, არ არსებობს. დავალებების ჩაწერა მოსწავლის რვეულებში ხდება, რომლებიც ერთჯერადი გამოყენებისაა და სახელმწიფო ასევე უფასოდ გადასცემს მოსწავლეებს. რაც შეეხება წიგნის ტექნიკურ ან ქარხნულ პრობლემებს. ლია გიგაურის განმარტებით, მშობელი, რომელიც სახელმძღვანელოს იბარებს, ვალდებულია, წიგნის შესაძლო ხარვეზის შესახებ სკოლის ინფორმირება მოახდინოს.

მისივე თქმით, შეფასების შკალა მშობელსა და სკოლას გაუგებრობისგან იცავს და შემოწმება მოსწავლისთვის სახელმძღვანელოს გადაცემამდე ხდება. სახელმძღვანელოს პრობლემა მოინიშნება და თუ ის გამოუსადეგარი იქნება, მოსწავლეს არ გადაეცემა და გამომცემელს უკან დაუბრუნდება. მისივე თქმით, სახელმძღვანელოს შეფასება ყოველწლიურად მოხდება.

ამასთან, როგორც განათლების მინსიტრის მოადგილე აცხადებს, ყევლა მოსწავლეს სახელმძღვანელოსათნ მიმართებაში ინდივიდუალური მიდგომა აქვს, რაც გათვალისწინებული იქნება.

"თუ სახელმძღვანელო იქნება გამოუსადეგარი იმიტომ, რომ მოსწავლემ ის განათლების მიღების მიზნით გამოიყენა, მაგრამ ის გარკვეულწილად დაზიანდა, ასეთ შემთხევაში იგი ამოიღებული იქნება ხმარებიდან და სკოლის მიერ ჩამოიწერება. არანაირი პასუხისმგებლობა, თუ ის იყო სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, რაც სახელმძღვანელოში გაჩნდა თუნდაც ჩანაწერი, მონიშვნა და ა.შ არ ექვემდებარება არანაირ სადამსჯელო სანქციებს. პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება მოსწავლეს, მშობელს ან მეურვეს, დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელო გადაეცა მესამე პირს, განზრახ იქნა დაზიანებული ან არამიზნობრივად იყო გამოყენებული", – განაცხადა ლია გიგაურმა.

მისივე ინფორმაციით, გამცემი ორგანო "ობიექტურ გარემოებებსაც" გაითვალისწინებს. გიგაურის თქმით, ეს არის არა სადამსჯელო, არამედ დაცვისა და სიფრთხილის ღონისძიება.

განათების მინისტრის მოადგილის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა ვანდალიზმის ფაქტს, წიგნი განზრახ დაზიანდა ან ოჯახმა სახელმძღავნელო გააჩუქა, ასეთ შემთხვევაში მშობელი ვალდებულია, მის სანაცვლოდ სკოლას სხვა სახელმძღავენელო დაუბრუნოს, რომელიც ლია გიგაურის ინფორმაციით, ბაზარზე გაიყიდება.

სახელმძღვანელოებს სკოლის მიერ დანიშნული პასუხისმგებელი პირები, სავარაუდოდ ბილიოთეკარები ან სპეციალურად ამ მიზნით აყვნილი პერსონალი შეამოწმებს.

"საკანონმდებლო მაცენში" გამოქვეყნდა განათლების მინისტრის ბრძანება, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოების მდგომარეობის შეფასებას ეხება. სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15-ქულიანი შკალით ფასდება. სახელმძღვანელოს მოვლის შეფასების კრიტერიუმია: ყდის მდგომარეობა, სახელმძღვანელოს სისუფთავე, სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა. დაუზიანებელი ყდა − 5 ქულით ფასდება, უმნიშვნელოდ დაზიანებული − 4 ქულით; დაზიანებული, თუმცა სასწავლო პროცესში გამოყენებადი − 3 ქულით; მნიშვნელოვნად დაზიანებული, შიგთავსს დაცილებული − 1 ან 2 ქულა.

ამ ინფორმაციით და მასთან დაკავშირებული საკითხებით მშობლები დაინტერესდნენ და განათლების სამინისტროშიც განმარტებები გაკეთდა.