ეგვიპტის სასამართლომ ჰოსნი მუბარაქის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

ეგვიპტის სასამართლომ ჰოსნი მუბარაქის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

ეგვიპტის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტის ყოფილ ლიდერს ბრალდებები მოეხნა და სავარაუდოდ ციხეს დღის ბოლოსთვის დატოვებს. 

85 წლის ჰოსნი მუბარაქი ეგვიპტის პრეზიდენტის პოსტიდან 2011 წელს, 18-დღიანი დემონსტრაციების შემდეგ გადადგა, რომლის დროსაც 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. იმავე წელს მუბარაქი სახალხო აჯანყების დროს დემონსტრანტების მკვლელობის ბრძანების ბრალდებით დააპატიმრეს. 2012 წელს ეგვიპტის სასამართლომ მუბარაქს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, მან განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ჰოსნი მუბარაქი ეგვიპტეს 30 წლის განმავლობაში ედგა სათავეში.