ლიბია დაინტერესებულია საქართველოში ელჩი ჰყავდეს

ლიბია დაინტერესებულია საქართველოში ელჩი ჰყავდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვაფა ბუკაიკის შეხვდა. როგორც მაია ფანჯიკიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ხუთკაციან დელეგაციასთან ერთად იმყოფება. 

როგორც მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ეს არის ლიბიის დელეგაციის პირველი ვიზიტი საქართველოში და პირველი მცდელობა, პოლიტიკური ურთიერთობა დამყარდეს ორ ქვეყანას შორის.

"ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სხვათა შორის, არის პირველი ქალი ასეთ მაღალ პოზიციაზე ამ სამინისტროში. იგი ძალიან არის დაინტერესებული ჩვენთან პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ჰუმანიტარული, ასევე განათლების სფეროში თანამშრომლობით და ამიტომ, ჩვენ მის ვიზიტს მივესალმებით. ისინი ასევე დაინტერესებულები არიან დანიშნონ ელჩი საქართველოში. ამჯერად საქართველო იფარება ბაქოდან. მე ვფიქრობ, ეს ვიზიტი ხელს ხელშეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან გვქონდეს ინტენსიური დიპლომატიური ურთიერთობა", - განაცხადა ფანჯიკიძემ.