უწყებათაშორისი კომისია დღეს სხდომას გამართავს

უწყებათაშორისი კომისია დღეს სხდომას გამართავს

იუსტიციის სახლში, დღეს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ პირველ სხდომას გამართავს. იუსტიციის სამინისტროს ინფირმაციით, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, რომელიც "საკანონმდებლო მაცნეში" მიმდინარე წლის 8 აგვისტოს გამოქვეყნდა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია ეროვნული უშიშროების საბჭოს ნაცვლად იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნა.
კომისიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. ამავე ცვლილების საფუძველზე, კომისია მუშაობას განახლებული შემადგენლობით განაგრძობს.