წყალდიდობის გამო ურეკს დამსვენებლები ტოვებენ

წყალდიდობის გამო ურეკს დამსვენებლები ტოვებენ

ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო ურეკს დამსვენებლების დიდი ნაწილი ტოვებს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის ურეკის გამოსასვლელსა და ცენტრალურ ტრასაზე, რომელიც აჭარას დედაქალაქთან აკავშირებს, საცობებია შექმნილი.

დამსვენებლების განცხადებით, წყალდიდობის გამო მათ ურეკში დარჩენის სურვილი არ აქვთ. ურეკში ამ დრომდე დატბორილია სასტუმროებისა და კერძო სახლების პირველი სართულები, გათიშულია ელექტროენერგია, რის გამოც დასასვენებლად ჩასული მოსახლეობა ტურისტულ ზონას მასობრივად ტოვებს.

რაც შეეხება სტიქიის შედეგებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სტიქის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობაზე ამ დრომდე ვერ საუბრობს, თუმცა, მისივე ინფორმაციით, ზარალი მცირე მასშტაბის არ იქნება. რაც შეეხება სასტუმროებიდან და კერძო სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს, როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც წვიმა შეწყდება.