მაშველებს ურეკში დატბორილი სახლებიდან მსუბუქი ავტომანქანები გაჰყავთ

მაშველებს ურეკში დატბორილი სახლებიდან მსუბუქი ავტომანქანები გაჰყავთ

გურიის სამხარეო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ურეკში დატბორილი სახლებიდან, მსუბუქი ავტომანქანების გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სამაშველო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ადგილობრივებისა და დამსვენებლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანას.

"მთელი ღამისა და დღის განმავლობაში, გურიის სამაშველო სამსახური სრული შემადგენლობით მუშაობს. მიმდინარეობს მოსახლეობის გამოყვანა დატბორილი ადგილებიდან, ასევე, ავტომანქანების გადატანა უსაფრთხო ადგილზე. დავიწყეთ და ინტენსიური წვიმის შეწყვეტისთანავე მთლიანად მოვახდენთ დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვას", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სამაშველო სამსახურის ცვლის უფროსმა ბესიკ ქინქლაძემ.

ურეკში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს. დამსვენებლების დიდი ნაწილი საკურორტო ზონას ტოვებს.