მიხეილ სააკაშვილი - დაკარგული გოგონას მოსაძებნად მთელი საქართველო ფეხზე უნდა დადგეს

მიხეილ სააკაშვილი - დაკარგული გოგონას მოსაძებნად მთელი საქართველო ფეხზე უნდა დადგეს

საქართველოს პრეზიდენტმა დაკარგული დარეჯან დიასამიძის ოჯახი მოინახულა. მიხეილ სააკაშვილი სოფელ ზედა სამებაში დარეჯან დიასამიძის მშობლებთან იმყოფებოდა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის მოუწოდებს მოსახლეობას, რომ გოგონას ძებნაში მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ერთად ჩაერთოს. მისი თქმით, სამართალდამცავ ორგანოებში ბევრი პროფესიონალი მუშაობს და მათ ღამეც არ უნდა ეძინოთ, რათა თავიანთი მოვალოება შეასრულონ.

სააკაშვილის განცხადებით, არავის უსურვებდა დიასამიძეების ოჯახის ადგილზე ყოფნას და მთელი საქართველო ფეხზე უნდა დადგეს, დაკარგული გოგონას მოსაძებნად.

როგორც გოგონას დედამ, ლამზირა მახარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მან პრეზიდენტს წერილი მისწერა და თავისი პრობლემის შესახებ მოუყვა. "მინდოდა პრეზიდენტის ნახვა და იმის თქმა, თუ რა გასაჭირიც მაქვს. ის მობრძანდა ჩვენთან და იმედი მაქვს, ასე მგონია, რადგან პრეზიდენტი მოვიდა, ჩემი შვილიც გამოჩნდება", - აღნიშნა ლამზირა დიასამიძემ.
17 წლის დარეჯან დიასამიძე 7 აგვისტოს 10.00 საათიდან გაუჩინარდა.