2012 წელს საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორი გერმანია იყო

2012 წელს საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორი გერმანია იყო

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2012 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012 წელს 912 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5 პროცენტით აღემატება 2012 წლის წინასწარ მონაცემს და 2011 წლის დაზუსტებული მაჩვენებლის 82 პროცენტს შეადგენს.

10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა 2012 წელს 69 პროცენტი შეადგინა. ათეულში პირველ ადგილზე გერმანია იმყოფება 15 პროცენტით, მეორეზე -გაერთიანებული სამეფო 10 პროცენტით, მესამეზე - თურქეთი 9 პროცენტით.