ტურისტებისათვის ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი მოსკოვია

ტურისტებისათვის ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი მოსკოვია

ბრიტანულმა კონსალტინგურმა კომპანია Mercer-მა ტურისტებისათვის ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის შედგენისას მკვლევარებმა მსოფლიოს 214 ქალაქის ფასები გამოიკვლიეს.

ექსპერტებმა გაითვალისწინეს ტრანსპორტის, საცხოვრებელის, კვებისა და ახალი სამოსის ხარჯები და დაადგინეს, რომ ტურისტებისათვის ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი მოსკოვია. რეიტინგის სათავეში მოსკოვი ძირითადად საცხოვრებელი ფართების სიძვირით მოექცა, სადაც 3 ოთახიანი ბინის ქირა თვეში 4600 დოლარია, ხოლო სახლის ქირაობა კი 80 ათას დოლარადაა შესაძლებელი.

ძვირადღირებულ ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა ასევე შვეიცარიის სამი ქალაქი: ჟენევა, ციურიხი და ბენი. მაგალითისთვის ჟენევაში 3 ოთახიანის ქირა თვეში 7 ათას დოლარს შეადგენს. ჟენევაში ფინჯანი ყავის ღირებულება 6,5 დოლარია, ხოლო ჰამბურგერის შეძენა კი 12.5 დოლარადაა შესაძლებელი.