"მაესტროდან" წასული თეა სიჭინავა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია მაესტროდან ცოტა ხნის წინ "იმედზე" გადასული ტელეწამყვანი თეა სიჭინავა განცხადებას ავრცელებს და დაინტერესებულ საზოგადოებას მიმართავს:

"მოქალაქე თეა სიჭინავას განცხადება: ეს განცხადება არ ეხება მაესტროს არც ერთ დამფუძნებელს და არც ერთ თანამშრომელს. მეგობრებო, მე კიდევ ერთ დაბრუნებას ვაპირებ, თბილისიდან დაახლოებით სამასი კილომეტრის რადიუსში, ქალაქ სოხუმში. იგივე ქუჩაზე, იგივე ფართში, იგივე ღირებულების ბინაში (ამას განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ) და იგივე მოქალაქეობრივი სტატუსითა და პრინციპებით, რითაც 21 წლის წინ იძულებით დავტოვე.

რადგანაც ჩემს იმედში დაბრუნებას "გარკვეული" ვნებათაღელვა მოჰყვა, თავს ვიზღვევ და წინასწარ გატყობინებთ , რომ შემდგომ მოულოდნელი არ იყოს და ამაოდ არ დაშვრეთ "ფიქრით" შემთხვევით ოკუპანტმა მეზობელომა ხომ არ გადამიბირა. იმედში დაბრუნებაც იგივე განცდაა, რაც არგუნის 39-ში 21 წლის შემდეგ კარის შეღება. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩემი არჩევანი ყოველთვის დასაბრუნებელი ხდება. ასევე აქვე გაცნობებთ, რომ ჩემთან ერთად დაბრუნებას გეგმავს კიდევ 200 ათასი თანამოძმე. პატივისცემით, თქვენი თეა სიჭინავა",-წერს თეა სიჭინავა განცხადებაში.

შგახსენებთ, რომ თეა სიჭინავა "იმედზე" ახალ პროექტზე მუშაობს.