პოლიციამ პრინცესა დიანას დაღუპვის შესახებ ახალი ინფორმაცია მიიღო

პოლიციამ პრინცესა დიანას დაღუპვის შესახებ ახალი ინფორმაცია მიიღო

ლონდონის პოლიცია, 1997 წელს პარიზში პრინცესა დიანას და დოდი ფაიედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიღებულ, ახალ ინფორმაციას სწავლობს.

პოლიციაში საუბრობენ, რომ ისინი ამჟამად აფასებენ მიღებულ ინფორმაციას, მის სანდოობას, მაგრამ გამოძიების განახლებაზე ჯერ-ჯერობით საუბარი არააა.

პოლიცია არ აკონკრეტებს მის ხელთ არსებულ ახალ ვერსიას. სკოტლანდ იარდში მიჩნევენ, რომ 2008 წელს ჩატარებული გამოძიება სწორად წარიმართა და ამომწურავი იყო.

2008 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ წყვილი დიანას მძღოლის, ანრი პოლის გაუფრთხილებლობის გამო დაიღუპა.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სწორედ მძღოლი და ფოტოგრაფი-პაპარაცები დაადანაშაულა დიანასა და დოდის დაღუპვაში.

მოჰამედ ფაიედი, დოდი ფაიედის მამა, რომელიც იმ დროისთვის ლონდონის უნივერმაღ Harrods-ის მფლობელი იყო, არ დაეთანხმა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს.