პატრიარქმა სამებაში მრევლი დალოცა

პატრიარქმა სამებაში მრევლი დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მრევლი დალოცა. პატრიარქი სამების ტაძარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიბრძანდა. მრევლი აეროპორტში გალობით დახვდა. პატრიარქმა სამების ტაძარი მალევე დატოვა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისში გერმანიიდან დაბრუნდა. ილია მეორე გერმანიაში 4 აგვისტოდან იმყოფებოდა, სადაც ქალაქ ბად ჰერენალბის გამაჯანსაღებელ ცენტრში მკურნალობის კურსს გადიოდა.