სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი იცხაკ აჰარონოვიჩს შეხვდა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი იცხაკ აჰარონოვიჩს შეხვდა

ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი იცხაკ აჰარონოვიჩი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს სოზარ სუბარს შეხვდა.

მხარეებმა, გაცნობით შეხვედრაზე, პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, ასევე ამ სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. 

ისრაელის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 18 აგვისტოს დასრულდება.