გიორგი მარგველაშვილი - 28 ოქტომბერს, გამთენიისას ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ

გიორგი მარგველაშვილი - 28 ოქტომბერს, გამთენიისას ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ

ერთი წლის წინ შევცვალეთ ის, რისი შეცვლაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, დღეს უნდა დავიწყოთ ბრძოლა, რომ ეს ცვლილება იყოს სტაბილური, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა კუს ტბაზე ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

მარგველაშვილი ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიებას დაესწრო და მათ სიტყვით მიმართა.

"ერთი წლის წინ, შევცვალეთ ის, რისი შეცვლაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, დღეს უნდა დავიწყოთ ბრძოლა, რომ ეს ცვლილება იყოს სტაბილური და აღარაფერი დაემუქროთ ახალგაზრდებს, მომავალ თაობას და მათ მომავალს. 28-ში, გამთენიისას ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ. მე ვიბრძოლებ თქვენთვის და თქვენ იბრძოლეთ ჩემთვის და გავიმარჯვებთ!", - განაცხადა მარგველაშვილმა.
საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება.