ხელთუბნის სადავო მიწების მფლობელები ეგვიპტელები გახდნენ

ხელთუბნის სადავო მიწების მფლობელები ეგვიპტელები გახდნენ

გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში არსებული სახელმწიფო მიწების ნაწილი, რომელიც 2011 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიატანა, 2013 წლის 31 მაისიდან ეგვპიტელები ფლობენ. ფირმა ,,Filobateer”-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნაბილ რამზი იავაკიმ ჰაბილმა 82 270 კვ.მ მიწის ფართობი გიორგი შენგელიასგან შეიძინა. 2011 წლიდან დღემდე ხელთუბნელები ,,სარეზერვო მიწებად” მიჩნეულ ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებენ. იხ. ამის შესახებ 2011 წლის სტატია:

კომპანია ,,Filobateer” თბილისში 2013 წლის 30 მაისს ოთხი ეგვპიტელი მოქალაქისგან დაფუძნდა, მეორე დღეს კი მათ ხელთუბნის მიწები შეისყიდეს. საჯარო რეესტრში ნაბილ ჰაბილის სახელზე სხვა მიწები არ ფიქსირდება.

მიწას, რომელსაც ამჟამად ეგვიპტელი მეწარმეები ფლობენ, 2011 წლის 4 აპრილის ამონაწერით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ფლობდა. შემდეგ ქონება ეკონომიკის ბალანსზე გადავიდა. ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონი 21 სექტემბრისთვის გამოცხადდა.

ხელთუბნელებმა გამგეობის წინ არაერთი აქცია, მათ შორის, ხელისუფლებაში კოალიცია ,,ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ გამართეს.

რაც შეეხება კომპანია ,,Filobateer”-ს, ორგანიზაციის წესდებაში საქმიანობის ყველა სფეროა მითითებული, რაც კი შაბლონურ ტექსტშია მოყვანილი. ,,მებაღეობა, მემცენარეობა, მებაღჩეობა, მებოცვრეობა, მესაქონლეობა, მეთევზეობა, მებოცვრეობა, მეღორეობა, მეცხვარეობა, ექსპორტი, იმპორტი, რეალიზაცია, დახლზე ვაჭრობა, ბუფეტი, კაფე, რესტორანი, სასმელ-სამეურნეო წყლით მომარაგება, ალკოჰოლური სასმელების წარმოება, სურსათის გადამამუშავებელი საწარმოების წარმოება და ა.შ.