ხათუნა კალმახელიძე, სავარაუდოდ, პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

ხათუნა კალმახელიძე, სავარაუდოდ, პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

არსებული ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე იმყოფება. კალმახელიძე პროკურატურაში მოწმის სტატუსით არის დაბარებული. კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი კი ამ დროისთვის საქართველოში არ არის.

მთავარ პროკურატურას ყოფილ მინისტრებთან კითხვები საპატიმრო დაწესებულებებში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით აქვს. ამ თემაზე დაიკითხება ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვნელი ბაჩო ახალაიაც.