ლადო პაპავას რექტორად არჩევა პირველმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მიულოცა

ლადო პაპავას რექტორად არჩევა პირველმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მიულოცა

ლადო პაპავას რექტორის არჩევნებში გამარჯვება უნივერისტეტელებიდან პირველმა, ყოფილმა რექტორმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა მიულოცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ლადო პაპავამ განუცხადა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკვე 28-ე რექტორმა, ლადო პაპავამ არჩევნებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ რექტორად მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება. მისივე თქმით, იგი ორშაბათს უკვე ყოფილ რექტორს, ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდება და საქმეებს გადაიბარებს.

როგორც პაპავამ ჟურნალისტებს განუმარტა, არ იყო დარწმუნებული, რომ უნივერსტეტის აკადემიური საბჭო ასეთი დიდი უპირატესობით მისცემდა ხმას და დასძინა, რომ საბჭომ და უნივერსიტეტმა მას დიდი ნდობა გამოუცხადეს.

"ამოცანები ბევრია და ისინი ეტაპობრივად უნდა გადაწყდეს. მთავარი კი ის არის, რომ უნივერსიტეტმა თავისი ღირსეული სახელი დაიბრუნოს", - განაცახადა პაპავამ.

მან ასევე უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობზე კონკურესებთან დაკავშირებით ისაუბრა და დასძინა, რომ რექტორის კომპეტენცია ამ კონკურსებთან დაკავშირებით შეზღუდულია.

"კანონის თანახმად, ყველამ უნდა დაასრულოს თავისი საკონკურსო ვადა და შემდეგ გამოცხადდება ახალი კონკურსები, მასში მონაწილეობის შესაძლებობა მიეცემა ყველას, მოქმედ პროფესორებს და იმათაც ვინც არ არის მოქმედი, აქვს იმის სურვილი, რომ დაუბრუნდნენ უნივერსიტეტს. ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ ამ კონკურსების სამართლიანად ჩატარება", - აღნიშნა პაპავამ.

მისივე თქმით, ბევრი რამ არის უნივერსიტეტში შესაცვლელი, პირველ რიგში უნივერსიტეტმა სტუდენტებს საერთაშორისო დონის ადექვატური ცოდნა უნდა მისცეს. ამ მხივ ნაბიჯებია გადასადგმელი, საჭიროა უნივერისტეტში სამეცნიერო კვლევების წარმოება და მასში სტუდენტების მონაწილეობა. ახალმა რექტორმა ასევე დასძინა, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტი რაციონალურად არის გამოსაყენებელი, რათა ყველა პროფესორს ადეკვატური ანაზღაურება ჰქონდეს და დამატებით შემოსავლების გასაზრდელად მოხდეს სახსრების მოძიება. მისივე თქმით ითანამშრომლებს სტუდენტებთანაც და ამისთვის სპეციალური დღე ექნება გამოყოფილი.

ლადო პაპავამ ასევე მარინა ჩიტაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩიტაშვილი არა მარტო ფსიქოლოგიაში, არამედ განათლების დარგში წარმატებული სპეციალისტია. მისივე თქმით, ჩიტაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნა მისი გადაწყვეტილებაა, მან მადლობა გადაუხადა ჩიტაშვილს და აღნიშნას, რომ, როდესაც ჩიტაშვილი უცხოეთიდან დაბრუნდება მასთან ექნება საუბარი.