საპროტესტო აქციის მონაწილეები ვლადიმერ პაპავას რექტორად არჩევით კმაყოფილი არიან

საპროტესტო აქციის მონაწილეები ვლადიმერ პაპავას რექტორად არჩევით კმაყოფილი არიან

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტები რექტორად ვლადიმერ პაპავას არჩევით კმაყოფილები არიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" თსუ-ს სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ განუცხადა, აკადემიურმა საბჭომ მათ მოთხონებს ადეკვატურად უპასუხა.

"აკადემიურმა საბჭომ ჩვენს მოთხოვნებს ადეკვატურად უპასუხა. ჩვენ ვითხოვდით, რომ რომელიმე პარტიასთან ასოცირებული პირი არ აერჩიათ რექტორად. მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ამ ეტაპზე კმაყოფილები ვართ. მაგრამ სექტემბრიდან ვგეგმავთ მოძრაობა დავიწყოთ იმისთვის, რომ უნივერსიტეტში გადაწყვეტილებას არ იღებდეს 12-კაციანი აკადემიური საბჭო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული იყოს გაცილებით მეტი ადამიანი. იმიტომ, რომ სისტემა კვლავ არსებობს და მხოლოდ ერთი პერსონის ჩანაცვლება საბოლოოს ჯამში არაფერს ცვლის", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში დღეს გაიმართა. აკადემიური საბჭოს 12 წევრიდან ათმა მხარი ვლადიმერ პაპავას დაუჭირა. არჩევნებში 13 კანდიდატი მონაწილეობდა. არჩევნების პარალელურად უნივერსიტეტის ეზოში აქცია გამართა 20-მდე სტუდენტმა. ისინი აცხადებდნენ, რომ უნივერისტეტი თავისუფალი უნდა იყოს.