კულტურის სამინისტროს საკუთარი საინვესტიციო ფონდი ექნება

კულტურის სამინისტროს საკუთარი საინვესტიციო ფონდი ექნება

კულტურის სამინისტროს საინვესტიციო ფონდის შესახებ „კომერსანტისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ჩვენთან საუბარში კულტურის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი აცხადებს, კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველსაყოფად კულტურის სამინისტროს ბალანსიდან ფონდი 3 მილიონი ლარით დაფინასდება.

მარგიშვილი იმ კომისიას უხელმძღვანელებს, რომელიც ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტებს განიხილავს და როგორც თავად აცხადებს, პირველი პროექტი სექტემბერში დაფინანსდება. მინისტრის მოადგილის თქმით, უპირატესობა კინოს, ანიმაციის, თეატრის და ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებას მიენიჭება. მარგიშვილის თქმითვე ფონდი პროექტებში 25–75%–იანი დაფინანსებით შევა. ფონდი 2014 წელსაც 3, ხოლო 2015 წელს 4,5 მილიონით დაფინანსდება.