16 სექტემბერს საქართველოში გრძელვადიანი დამკვირვებლები ჩამოვლენ

16 სექტემბერს საქართველოში გრძელვადიანი დამკვირვებლები ჩამოვლენ

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლად ჩამოსვლაზე დადებითი პასუხი უკვე მიიღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეისგან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეისგან და ეუთოსგან. 

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ყველა ოფიცილური ვიზიტის დროს პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ის სთხოვდა თადარიგი დაეჭირათ საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გამოსაგზავნად.

"ივლისის დასაწყისში, მას შემდეგ რაც გამოცხადდა კონკრეტული თარიღი წერილობით მივმართე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ვისაც აქვს არჩევნებზე დაკვირვების ტრადიცია და ვთხოვე, სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნა. ეს არის პირველ რიგში, ეუთო და მისი შესაბამისი ინსტიტუტი ODHIღ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის პარლამენტი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, სუამის საპარლამენტო ასამბლეა, ასევე NDI, IღI და სხვები. ჩვენ უკვე მივიღეთ დადებითი პასუხები ნატოს საპარლამენტო ასამბლეისგან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასმბელისგან და ეუთოსგან, ეს დამკვირვებლები ჩამოვლენ საკმაოდ ადრე, იქნება, როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი დამკვირვებლები", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, მან წერილობით მიმართა ყველა სახელმწიფოს და კოლეგას, ასევე ნატოს, ევროკავშირის და ეუთოს წევრ ქვეყნებს, რომ ნაციონალურ დონეზეც გამოგზავნონ დამკვირვებლები.

ფანჯიკიძის განცხადებით, მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს, რადგან მთავრობის უპირველესი ამოცანაა არჩევნები ევროპული სტანდარტებით, გამჭვირვალედ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდეს. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მარტო ეუთო 27 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე იმდენივე დამკვირებელს გამოგზავნის, რამდენიც წინ არჩევნებზე ჰყავდა და ეს რიცხვია 24 გრძელვადიანი და 300-ზე მეტი მოკლევადიანი დამკვირვებლები.

ფანჯიკიძის განმარტებით, ისინი 16 სექტემბერს ჩამოვლენ საქართველოში. 16-დან 19 სექტემბრამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება მათთან კონსულტაციები. ისინი ასევე შეხვდებიან ცესკო-ს წევრებს, 19 სექტემბერს გამართავენ პირველ