ტუროპერატორი ეგვიპტეში დასვენებაზე უარის მთქმელ ტურისტებს თანხას არ უბრუნებს

ტუროპერატორი ეგვიპტეში დასვენებაზე უარის მთქმელ ტურისტებს თანხას არ უბრუნებს

კომპანია "ტური ჯი" ეგვიპტეში გამგზავრების მსურველ ტურისტებს, რომლებიც უარს აცხადებენ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო დასასვენებლად წასვლაზე, თანხას არ უბრუნებს და პრობლემებს უქმნის. როგორც ტურისტებს "ტური ჯი"-ში განუცხადეს, მათ თანხას ავიაკომპანია არ უბრუნებს.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ შესაბამის ტუროპერატორს და არა „ტური ჯე"-ს მათთან ჯავშანი აქვთ და არავითარი თანხა წინაწარ არ გადაუხდიათ, შესაბამისად დასაბრუნებელიც მათ "ტური ჯი"-სთვის არაფერი აქვთ.

კომპანიის მენეჯრმა ვინმე გიორგიმ „ჯი-ეიჩ-იენთან" საუბარში განაცხადა, რომ მათ ხარჯები უკვე გაწეული აქვთ.

„ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე, რომ ავიაკოპანია არ ადასტურებს თანხის გადახდის ფაქტს და თავად რატომ ამბობს რომ თანხა გადახდილია, განაცხადა, რომ ცუდად ესმოდა და ტელეფონი გათიშა.

შემდეგ ზარზე კომპანიის ოპერატორმა განაცხადა, რომ არ იცის საკუთარი მენეჯერის გვარი და ის საერთოდ არ არის კომპანიის თანამშრომელი. ბოლოს ტელეფონთან მაინც მოვიდა მენეჯერი - „ძველი ბიჭი" გიორგი: რომლის მიმართვის ფორმა ასეთია - ბიჭო რა გქვია შენ? არ მომიყვანიო ახლა მანდ თორემ...

საუბრის გარძელებას აქ არ მოვყვებით. რადგან ეს კომპანია, რომლის მენეჯერი ერთი შეხვედვით აშკარად ტიპიური ხულიგანია, აცხადებს, რომ აწარმოებს სატელეფონი საუბრების ჩანაწერს, დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები, ამოუღონ ჩანაწერი და დაადგიონონ რემდენად არის კომპანიის მენეჯერის საუბარი მუქარის შემცველი და თავად კომპანია ამ ეტაპზე კონკრეტულად აწარმოებს თუ არა თაღლითურ მაქინაციებს საკუთარ კლიენტებთან მიმართებაში.

როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ავიაკომპანია „flyGeorgia"-ში განუმარტეს, თვითმფრინავი დაიქირავა კომპანია ინტერკონტინენტალმა, ტური.ჯე არის სუბაგენტი. ინტერკონტინენტალში კი აცხადებენ, რომ კლიენტებს თანხებს უკან უბრუნებენ და „ტური-ჯე"-ს ავიაკომპანიასთან არავითარი საქმე არ აქვს.

როგორც სფეროს ექსპერტებმა „ჯი-ეიჩ-ენს" განუმარტეს, შექმნილ ექსტრემალურ პირობებში ტუროპერატორი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს საკუთარ კლიენტებს შექმნილი ვითარება, არანაირად არ დააყენოს მათი უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ და რადგან ეს არის კლასიკური ტიპის ფორს-მაჟორი აუნაზღაუროს წინასწარ გადახდილი თანხა კლიენტებს სავადებულოდ გაწეული ხარჯების დეტალური კალკულაციის წარდგენით, ყოველგვარი მოგების გათვალისწინების გარეშე.

საკითხით აუცილებლად უნდა დაინტერსდეს ტურმიზმის სააგენტო და გაარკვიოს რამდენად კომპეტენტურია ასეთი სახის კომპანია ტურისტებთან, მათ შორის უცხოელ ტურისტებთან საურთიერთოდ. და საერთოდ, ალბათ არის დრო, რომ სფეროში აუცილებლად გაიცემოდეს ლიცენზიები და ყველას, ვისაც მოესურვება არ ქონდეს იმის უფლება, რომ ტუროპერატორი დაირქვას.

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქებს ეგვიპტეში გაგზავრებაზე თავის შეკავებისკენ მოუწოდა და იგივე სახის მიმართვები გაავცელა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საგარეო უწყებამ, ნებისმიერი ტუროპერატორი ვალდებული იყო ჯერ კიდევ გუშინ და გუშინწინ გაეფრთხილებინა საკუთარი კლიენტები და გაერკვია სურდათ თუ არა მათ შეკვეთების შენარჩუნება.

როდესაც ეგვიპტეს 19 რეგიონში გამოცხადებული აქვს კომენდატის საათი, ქვეყნაში სრულად მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და დაცული არაა მოქალაქეთა უსაფრთხოება, ნებისმიერ კლიენტს აქვს უფლება უარი თქვას საკუთარი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენებაზე.

საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ მათ გაავრცლეს შესაბამისი გაფრთხილება და ქვეყნის მოქალაქებს ეგვიპტეში გამგზავრებაზე თავის შეკავებისგენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში მიმდინარე დაპირისპირებას ოფიციალური მონაცემებით 638 ადამიანი ემსხვეპლა. ეგვიპტის საკითხზე იმსჯელა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომამ. მსოფლიოს სახელმწიფოებმა საკუთარ მოქალაქებს ეგვიპტეში მგზავრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ანალოგიური განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ 2013 წლის 14 აგვისტოს კაიროსა და ქვეყნის 14 რეგიონში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. კომენდანტის საათი მოქმედებს 19:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს შეტაკებები ეგვიპტის სამართალდამცავ ორგანოებსა და „მუსლიმი ძმების" მომხრეებს შორის, რასაც მოჰყვა მსხვერპლი.
"კაიროში, ალექსანდრიაში და ეგვიპტის სხვა ქალაქებში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე. განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ეგვიპტის ტერიტორიაზე გადაადგილებას, დემონსტრაციებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად დასასვენებლად იმყოფებიან ეგვიპტის კურორტებზე, მათ შორის ჰურგადაში მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ტურ-ოპერატორებთან. ქართველმა ტურისტებმა არ უნდა დატოვონ ტურისტული დასასვენებელი ზონების ტერიტორია. ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ კაიროში საქართველოს საელჩოს, ცხელ ხაზზე: +2010 110 888 44. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გეგმავენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში გამგზავრებას, თავი შეიკავონ მგზავრობისგან", - ნათქვამია განცხადებაში.
P.S. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, მგზავრებს კომპანიაში განუცხადეს, რომ თითოეული მათგანისგან 300 აშშ დოლარს დაიკავებდნენ და სხვა თანხას დაუბრუნებდნენ. სავარაუდოდ, ეს მათი "მორალური ზიანის" ასანაზღაურებელი საკომპენსაციო თანხაა.