თსუ-ს აკადემიური საბჭოს 12-ვე წევრმა ხმა მისცა

თსუ-ს აკადემიური საბჭოს 12-ვე წევრმა ხმა მისცა

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორის არჩევნებში უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 12-ვე წევრმა ხმა უკვე მისცა. ეს პროცედურა დაახლოებით 20-25 წუთი გრძელდებოდა. 

როგორც აკადემიური საბჭოს წევრებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, მათ ხმა მისცეს სასურველ კანდიდატს სამოქმედო გეგმის, მეცნიერული შესაძლებლობების, რადიკალურ ცვლილებებზე რეაგირებისა და სხვა უნარების გათვალისწინებით.

საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე კვიტაშვილს ელოდებიან. ის უნივერსიტეტის შენობაში იმყოფება, თუმცა ხმის მიცემას ჯერ არ ჩქარობს.

ხმის მიცემის პროცესი უნივერსიტეტში 16.00 საათზე დასრულდება.

უნივერისტეტში რექტორობის 13 კანდიდატიდან რიგით 28-ე რექტორი უნდა აირჩიონ.