თსუ-ს რექტორობის კანდიდატი:  საზოგადოება უნივერსიტეტში იხილავს სპექტაკლს

თსუ-ს რექტორობის კანდიდატი: საზოგადოება უნივერსიტეტში იხილავს სპექტაკლს "საიდუმლო სირობა"

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატმა 28 წლის გიორგი ქავთარაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა. 

ჟურნალისტებს მან მიმართა კითხვით იცოდნენ თუ არა ვინ არის თანამედროვე გამოჩენილი მწერალი. მისივე თქმით, ეს არის ერეკლე დეისაძე რომელიც ახალგაზრდებში ყველაზე პოპულარულია.
ქავთარაძის თქმით, საზოგადოება უნივერსიტეტში იხილავს სპექტაკლს სახელწოდებით "საიდუმლო სირობა".

რექტორის ასარჩევად საარჩევნო უბანი უკვე გაიხსნა. ხმის მიცემა ორ საათს გასტანს. არჩევნებში რექტორობის 13 კანდიდატი მონაწილეობს.

თსუ-ში ახალი, რიგით 28-ე რექტორის არჩევნები იმართება.