ბარათაშვილისა და სარაჯიშვილის მეტროსთან მდებარე ხიდები გადაიკეტება

ბარათაშვილისა და სარაჯიშვილის მეტროსთან მდებარე ხიდები გადაიკეტება

მიმდინარე კვირაში გვიან ღამით ბარათაშვილისა და სარაჯიშვილის მეტროსთან მდებარე ხიდები გადაიკეტება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდნ აცნობეს , თბილისის მერია ქალაქში არსებული საავტომობილო ხიდების რეაბილიტაციას იწყებს. 

"თითოეულ ხიდს კვალიფიციური კვლევა ჩაუტარდება, რათა მათი მდგომარეობა დეტალურად განისაზღვროს. კვლევა ხიდების ფიზიკურ დათვალიერებას, კონსტრუქციების შესწავლასა და ხიდების მდგრადობის გამოცდას ითვალისწინებს. კვლევები ორი თვის განმავლობაში ეტაპობრივად, უქმე დღეებში, ღამის განმავლობაში ჩატარდება, რათა ქალაქში მოძრაობა არ შეფერხდეს", _ განმარტავენ მერიაში.

აღნიშნულის გამო მიმდინარე კვირაში გვიან ღამე ბარათაშვილისა და გლდანის, სარაჯიშვილის მეტროსთან მდებარე, ხიდები გადაიკეტება. მოძრაობა შაბათ-კვირას დილის 8 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ასევე შაბათ-კვირას დაგეგმილია მოძრაობის შეზღუდვა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ვეფხისა და მოყმის ძეგლიდან თამარ მეფის ხიდამდე არსებულ მონაკვეთზე, რათა გაგრძელდეს კლდის დასუფთავება და ქვათა ცვენისგან დამცავი ფოლადის ბადე დროულად დამონტაჟდეს.