ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს, ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა. როგორც აფხაზური მედია წერს, შეხვედრაზე აფხაზურ-რუსული ურთიერთობები და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პუტინმა და ანქვაბმა ასევე ისაუბრეს გაგრაში და ოჩამჩირის რაიონში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე.

აფხაზეთში სტიქია ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში მოხდა, შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტქურტურა.