დათა ახალაიას წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

დათა ახალაიას წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელების საქმეზე დათა ახალაიასა და კუდ-ის სხვა მაღალჩინოსნების წინასასამართლო სხდომა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალაიას დაცვის მხარემ აცნობა, პროცესი დღეს, 14:00 საათზე დაიწყება.

დათა ახალაია და კუდ-ის სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები, იოსებ თოფურიძე, გერონტი ალანია და ოლეგ მელნიკოვი უფლებამოსილების გადამეტებაში, კერძოდ, პოლიციელების ცემაში არიან ბრალდებული. დათა ახალაიას თავისუფლების უკანონო აღკვეთაშიც ედება ბრალი, თუმცა, ადვოკატის ცნობით, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

როგორც ცნობილია, დათა ახალაია საზღვარგარეთ იმყოფება, თუმცა მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.