აქტივისტები, ვინც წინასაარჩევნოდ ოცნებას და ივანიშვილს ეხმარებოდნენ, ყველა უმუშევარია - სოსო ჯაჭვლიანი

აქტივისტები, ვინც წინასაარჩევნოდ ოცნებას და ივანიშვილს ეხმარებოდნენ, ყველა უმუშევარია - სოსო ჯაჭვლიანი

"ქართული ოცნების" წევრი და გლდანის მაჟორიტარი სოსო ჯაჭვლიანი ივანიშვილის განცხადებას, რომლიც მაჟორიტარების „ფეოდალიზმს“ ეხებოდა, გაზეთის ფურცლებიდან პასუხობს. როგორც სოსო ჯაჭვლიანი "ასავალ-დასავალთან" აცხადებს, ის აქტივისტები, ვინც წინასაარჩევნოდ ოცნებას და მას პირადად ეხმარებოდნენ, ყველა უმუშევარია და ივანიშვილს არ ეთანხმება მაჟორიატრების შეფასებაში.

როგორც ჯაჭვლიანი გამოცემასთან აცხადებს, „რაც შეეხება ბატონი ბიძინას განცხადებას, მასთან ეტყობა, არასწორად მიაქვთ ინფორმაცია, ნეპოტიზმზე და ნათესავ-მეგობრების თანამდებობაზე დანიშვნასა თუ სამსახურებში მოწყობაზე იყო ლაპარაკი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემი საარჩევნო შტაბის არცერთი წევრი, არცერთი ის ადამიანი, რომელმაც თავი გაწირა და 1 ოქტომბერს "ნაციონალებს" რომ გაემარჯვათ, ციხე და ცოცხები ელოდებოდა ამ ხალხს, არსად არის დასაქმებული, არცერთ მათგანს სამსახური არ აქვს და ეს იმ ფონზე, როცა "ნაციონალი ზონდერები" სამსახურებში რჩებიან და ზოგიერთ მათგანს თანამდებობებზეც აწინაურებენ. ეს არის მაჟორიტარების ფეოდალიზმი? მე როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონის მაჟორიტარი, ამ შეფასებას ჩემს თავზე ვერ ავიღებ“, - აცხადებს გლდანის მაჟორიტარი "ასავალ დასავალთან" საუბარში.