ამ ორ ანჩხლს ჩაბარებულ ქვეყანას როგორ შეიძლება პატივს სცემდნენ სადმე?

ამ ორ ანჩხლს ჩაბარებულ ქვეყანას როგორ შეიძლება პატივს სცემდნენ სადმე?

"ლიდერთა სკოლის" ხელმძღვანელი, ეკონომისტი გია მაისაშვილი არსებული ხელისუფლების პირობებში განათლების სისტემისა და ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ ”ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"კრეისერის გემბანზე ორი ანჩხლი და უმწიფარი შვილი ერთმანეთს ეკინკლავება - არა მე, არა მეო, მამა კი მშვიდად დგას მათ შორის, ორივეს ტუქსავს და წესრიგისკენ მოუწოდებს.

ამის შემდეგ, ამ ორ ანჩხლს ჩაბარებულ ქვეყანას როგორ შეიძლება პატივს სცემდნენ სადმე? ან დასავლეთში ან რუსეთში? ან თუნდაც თავად საქართველოში? ან განათლების სისტემის, ან ეკონომიკის და ან ერთიანობის აღდგენას ვინმე სერიოზულად განიხილავდეს? განა ჩვენი შვილების სამშობლო უფრო მეტის ღირსი არ არის ვიდრე ესაა? როდემდე უნდა გეძინოთ, ხალხოოოო? ან შვილები არ გიყვართ? ან საკუთარი ქვეყნის ღირსება?", - წერს მაისაშვილი.