სტუდენტებისთვის საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყანა ავსტრალიაა

სტუდენტებისთვის საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყანა ავსტრალიაა

უცხოელი სტუდენტებისთვის საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყანა ავსტრალიაა. რეიტინგი ევროპულმა საბანკო გიგანტმა „ეიჩ ეს ბი სიმ“ შეადგინა. ბანკის ექსპერტებმა დათვალეს, რომ ავსტრალიაში ცხოვრება უცხოელ სტუდენტს წელიწადში 38,5 ათასი დოლარი უჯდება.

მეორე ადგილზეა ამერიკა 35,7 ათასი დოლარით, ხოლო ლიდერთა სამეულს 30,3 ათასით დიდი ბრიტანეთი ასრულებს.

ინფორმაციისთვის: „ეიჩ ეს ბი სიმ“ რეიტინგის შედგენისას ისეთი კრიტერიუმები გამოიყენა როგორებიცაა თითოეულ ქვეყანაში 10 უმსხვილეს სასწავლებელში სწავლის და ცხოვრების ღირებულება.