პატარა დიღმის მოსახლეობამ აქცია გამართა

პატარა დიღმის მოსახლეობამ აქცია გამართა

პატარა დიღმის მოსახლეობამ თბილისის პოლიციის სამმართველოსთან "ჯითი მოტორსის" მიმდებარე ტერიტორიაზე პროფილაქტიკის მშენებლობა გააპროტესტა. 

როგორც დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, "ჯითი მოტორსი" დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფილაქტიკის აშენებას აპირებს, რის გამოც ხეების გაჩეხვა ხდება.

"აქ ჩვენ მოწყობილი გვაქვს ბავშვების დასასვენებელი ბაღი და ასევე საკუთარი ხელით გაშენებული გვაქვს ხეხილი, თუმცა "ჯითი მოტორსის" ხელმძღვანელობას სურს ეს ბაღი გაგვიუქმოს, ასევე აპირებენ დარგული ხეხილის გაჩეხვას", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის ორგანიზატორის, თბილისის გარემოს დაცვის საქალაქო კომიტეტის ხელმძღვანელის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, საკრებულომ არ უნდა დაუშავას პატარა დიღმის მიმდებარე ტერიოტრიაზე "ჯითი მოტორსის" მხრიდან პროფილაქტიკის მშენებლობა, რადგან მოსახლეობას დასასვენებლი პარკი სჭირდება.

მისივე განცხადებით, გუშინ პატარა დიღმის მოსახლეობამ აქცია გამართა, რომელიც პოლიციამ დაარბია და დაკავებულია ერთი ადამიანი. მისივე თქმით, აუცილებლად უნდა მოხდეს პოლიციელების ქმედებების გამოძიება.

"შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა დასაჯოს გუშინდელ ინციდენტში დამნაშავე პოლიციელები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ ის აგრძელებს ვანო მერაბიშვილის მიერ დაწყებულ დანაშაულებრივ რეჟიმს", - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.

მისივე განცხადებით, გუშინ აქციაზე დაკავებული პირის სასამართლო პროცესი ხვალ 11:30 საათზე საქალაქო სასამართლოში გაიმართება. მან აქციაზე შეკრებილებს მოუწოდა, რომ ხვალ საქალაქო სასამრთლოს ეზოში შეიკრიბონ და მხარი დაუჭირონ აქციაზე დაკავებულ პირს.