ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ თამაზაშვილის საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება

ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ თამაზაშვილის საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება

საქართველოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება პროკურატურის დღევანდელ გადაწყვეტილებას გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმესთან დაკავშირებით. 

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, პროკურატურამ საჭიროდ ჩათვალა, გაეთვალისწინებინა ამ საქმეში მოქმედი პირების გამოძიებასთან თანამშრომლობა.

"პროკურატურამ საკმაოდ ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია გაავრცელა დღეს დილით. მე მხოლოდ მივესალმები მის გადაწყვეტილებას. ამ საქმეში მონაწილე ყველა პირმა აღიარა ბრალი. მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, შესაბამისად, პროკურატურამ საჭიროდ ჩათვალა, გაეთვალისწინებინა მათი ეს თანამშრომლობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის საფუძველზე, აღმკვეთი ღონისძიება შეუმსუბუქდებათ, - ამის შესახებ დღეს მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომელმაც თამაზაშვილის საქმის გამოძიების შედეგების წარადგინა.

პრკურატურის ინფორმაციით, ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე გასამართლებული თამაზ თამაზაშვილი სასჯელს იხდიდა 1 წლის განმავლობაში იგი პატიმრობიდან, გათავისუფლდა 2012 წლის ოქტომბერში.