სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებულ უმწეოთა შორის 1400-მდე ინდმეწარმე აღმოჩნდა

სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებულ უმწეოთა შორის 1400-მდე ინდმეწარმე აღმოჩნდა

სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებულ უმწეოთა შორის 1400-მდე ინდმეწარმე აღმოჩნდა.

ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოე ქინქლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად მივიღეთ ინფორმაცია ჩვენს სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებული უმწეოთა სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. დაახლოებით, 1400 ოჯახი აღმოჩნდა ინდმეწარმე, რომელთაც აქვთ ძალიან დიდი ბრუნვა. მათ 2012 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების სახით მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. სოციალური მომსახურების სააგენტო და შემოსავლების სამსახური აგრძელებენ თანამშრომლობას და დამატებით ინფორმაციას შემდგომში მოგაწვდით. ჩვენ ამ მონაცემებს, რომელიც ამ ეტაპზე მივიღეთ, ისევ შემოსავლების სამსახურს გადავცემთ, რათა მათ კონკრეტულად შეისწავლონ თუ რა ხდებოდა აღნიშნულ ფირმებთან დაკავშირებით", - განაცხადა ქინქლაძემ.