"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ცაიტნოტშია"

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ცაიტნოტშია.

ამის შესახებ ცინცაძემ "კავკასიის" ეთერში განაცხადა.

"ქართული ოცნების" კანდიდატი ცაიტნოტშია, მას საარჩევნო კამპანიისთვის ცოტა დრო რჩება, მით უფრო, რომ ის საზოგადოებისთვის ცნობადი არ არის და არც ქარიზმა გააჩნია", - განაცხადა ცინცაძემ.

მისივე თქმით, როდესაც ადამიანი პოლიტიკაში მოდის, მას პოლიტიკური გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

"სულელები არ არიან ჩვენი ამომრჩევლები. ამ არეულ დროში, მით უმეტეს, შემოდგომაზე, იშლება კოალიცია, რომელიც პრაქტიკულად, დაშლილია, ასეთ სიტუაციაში მოდის იდეალისტი. როდესაც იდეალისტს იმედები უცრუვდება, ეს უკვე საშიში ხდება ქვეყნისთვის, პირადად მისთვის კი - ტრაგედია", - განაცხადა ცინცაძემ.

მისივე თქმით, გამოუცდელი იდეალისტი ყოველთვის გამოცდილი თანაპარტიელების და "გაიძვერების ინტრიგების" მსხვერპლი ხდება.