რამიშვილის პირველი ინტერვიუ - რა იქნება მარგველაშვილის მთავარი გზავნილი

რამიშვილის პირველი ინტერვიუ - რა იქნება მარგველაშვილის მთავარი გზავნილი

გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის პიარ ჯგუფის ხელმძღვანელი, ახალ ამპლუაში „პირველ რადიოს“ პირველ ინტერვიუს აძლევს. „ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები ერთად გავაგრძელოთ წინსვლა“ - რამიშვილის განცხადებით სწორედ ამ სლოგანით იბრძოლებს არჩევნებში „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი. „ ჩვენი მთავარი მესიჯი გამომდინარეობს იმ პიარ სტრატეგიიდან რომელიც დავგეგმეთ .

შეიცვალა საქართველო, საქართველოში არის ცვლილებები . საქართველოს მთავრობა აღარ არის ორიეტირებული ძალიან მცირერიცხოვანი ჯგუფის ახირებებზე საქართველოს მთავრობა არის ორიენტირებული თითოეულ ჩვენთაგანზე, იმ ადამიანზე რომლებიც ქმნიან ბიუჯეტს, უამრავი პროექტია ახალი მთავრობის წარმატებით განხორციელებული, ეს არის სოფლის მეურნეობის პროექტი, როდესაც 700 ათას მოსახლეს ნაკვეთები დაუხსნეს. როცა მათ გადასცეს 500 ლარამდე ვაუჩერი, როდესაც ყველა დაზღვეულია, როდესაც უფასო წიგნები დარიგდება 15 სექტემბერს და ეს ყველაფერი გვაძლევს იმის მყარ რწმენას რომ ქვეყანაში ცვლილებები იწყება და ეს ცვლილებები სწორი მიმართულებით ხორციელდება.“ განაცხადა შალვა რამიშვილმა პირველ რადიოსთან საუბრისას.

2 დღის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო პიარს შალვა რამიშვილი უხელმძღვანელებს, რის გამოც ჟურნალისტმა 9 არხი დატოვა.