ვიაჩესლავ ჩირიკბა:  საქართველოსა და აფხაზეთს შორის ნდობა როგორც არ არსებობდა, ისე არ არსებობს დღესაც

ვიაჩესლავ ჩირიკბა: საქართველოსა და აფხაზეთს შორის ნდობა როგორც არ არსებობდა, ისე არ არსებობს დღესაც

საქართველოსა და აფხაზეთს შორის ნდობა როგორც არ არსებობდა, ისე არ არსებობს დღესაც", - ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ რუსულ "რეგნუმთან" საუბრისას განაცხადა. 

"ჩვენთვის მისაღები არის მხოლოდ ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება. თუ საქართველოს ახალ ხელისუფლებას აფხაზებთან ურთიერთობის გაუმჯობესება უნდა, პირველ რიგში, აფხაზეთსა და საქართველოს შორის იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას უნდა მოაწეროს ხელი", - განაცხადა ჩირიკბამ.

მისივე თქმით, საქართველო ჟენევაში ჯერ კიდევ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების ხელმოწერას.

"ჩვენ კვლავაც ვუშვებთ იმ აზრს, რომ ქართველები აფხაზების წინააღმდეეგ კვლავაც გამოიყენებენ ძალას ხელსაყრელ მომენტში და თუ ეს ასე არ არის, საქართველომ ეს იმით უნდა დაამტკიცოს, რომ ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას. მხოლოდ ამის შემდეგ ვილაპარაკებთ მათთან მშვიდობიანობაზე", - განაცხადა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.