თბილისის უბნებისა და მოედნების სახელწოდებები აუცილებლად უნდა ეხმიანებოდეს ჩვენს ისტორიასა და წარსულს, - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროპის მოედნისთვის ათასი მოწამის სახელის დარქმევა მისი ინიციატივა იყო. "დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს , რომ ჩემი ინიციატივა გაითვალისწინეს. აუცილებელია იმ ადგილს, სადაც ასი ათასმა ქართველმა თავი გასწირა ქრისტიანული იდეალებისთვის და სარწმუნოებისთვის ეწოდოს მათი სახელი", – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
მისივე განცხადებით, არც ევროპის მოედნის სახელწოდება იკარგება და ის რიყის პარკს დაერქმევა.