შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1952 წელს დაბადებული ვალერი ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულმა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს, 1953 წელს დაბადებულ ნანა ბ-ს თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული საკუთარ ბინაში ცხელ კვალზე დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით).