გია მეფარიშვილი - სააკაშვილი ბაჩო ახალაიას შეწყალებას მოასწრებს

გია მეფარიშვილი - სააკაშვილი ბაჩო ახალაიას შეწყალებას მოასწრებს

,,ახალი პრეზიდენტის არჩევამდე სააკაშვილი ბაჩო ახალაის შეწყალებას მოასწრებს’’ - ეს განცხადება ყოფილმა მთავარმა პროკურორმა გია მეფარიშვილმა გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან’’ ინტერვიუში გააკეთა.

,,ახალაის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამი საქმე იყო აღძრული. ერთ-ერთი საქმე, ე.წ. ციხის ბუნტს ეხება. ახალაის სამსახურეობრივი უფლების ბოროტად გამოყენება ბრალდება, ამ საქმეში კი ქურდები ფიგურირებენ. საქმეზე პროკურატურის პოზოცია ახალაის დაცვას სადავო არ გაუხდია. წარდგენილ ბრალდებას და მტკიცებულებას ის საეჭვოდ დაეთანხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო ახალაიას დამნაშავედ სცნობს. პრეზოდენტი კი მოასწრებს და მას შეიწყალებს. საქმის არსებითი განხილვის შემთხვევაში პროცესი გაგრძელდებოდა და შეწყალებას ვერ მოასწრებდა.

პროკურატურის მტკიცებულებებსა და ბრალდებებს ისინი სწორედ დროის მოგების მიზნით იზიარებენ. სააკაშვილს არ აწყობს ახალაიას, როგორც წამებაში დამნაშავის შეწყალება. ამიტომ, ახალაიას წამების საქმეებზე გამართლებაა დაგეგმილი, ხოლო ციხის საქმეზე ახალაიას შეწყალებას სააკაშვილი პიარით შეფუთავს. ამ ეპიზოდში ქურდები ფიგურირებენ. სამსახურეობრივი უფლებამოსილება ბოროტად სწორედ, მათ წინააღმდეგაა გამოყენებული. ამას სააკაშვილი ახალაიას ღირსებად მონათლავს და მის ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მებძოლ რაინდად შერაცხვას შეეცდება რაც არაერთხელ გაუკეთბია’’ - განაცხადა გია მეფარიშვილმა.